დედაქალაქის მერი სამგორის რაიონის 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

თბილისის მერი კახა კალაძე სამგორის რაიონის 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კახა კალაძემ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და სამგორის რაიონის დაარსებიდან 50 წლისთავი მიულოცა.

„სამგორი ზეიმობს დაარსებიდან 50 წლისთავს. ერთ-ერთი ახალგაზრდა რაიონია ჩვენს უძველეს, ულამაზეს დედაქალაქში. გილოცავთ დღევანდელ დღეს! მინდა ვისარგებლო შემთხვევით და იმ ახალგაზრდებს, ვისი ინიციატივითაც და უშუალო ჩართულობით შედგა დღევანდელი საღამო, მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მერიის ინფორმაციით, ღონისძიების კონცეფციის განხორციელებაში, რომელიც ადგილობრივი ახალგაზრდების ჩართულობით შემუშავდა, რაიონის ტერიტორიაზე მოქმედი კერძო და არაკომერციული ორგანიზაციები იყვნენ ჩართულნი.

საიუბილეო ღონისძიება საბავშვო-გასართობ, სპორტულ და კულტურულ აქტივობებს მოიცავდა. გამოიფინა სამგორის განვითარების ამსახველი ისტორიული ფოტო-მასალა. მოეწყო პროფესიული და სასკოლო საგანმანათლებლო დაწესებულებების საგამოფენო სივრცეები, აგრეთვე გაიმართა ადგილობრივი მეწარმეების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა.

ფესტივალი მუსიკალური პროგრამით დაიხურა, რომლის ფარგლებშიც, მაყურებლის წინაშე წარდგნენ ჯგუფები - „რეგიონი“ და „რეზო და ბავშვები“.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის