მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერზე მოგზაურობა ღამით, 3D განათებების ფონზე, უკვე შესაძლებელია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერზე მოწყობილი ღამის 3D განათებები დაათვალიერა. მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულები ზვიად შალამბერიძე და გიორგი გუგუჩია, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე, დავით იოსებაშვილი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, პირველად საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე, მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერზე მოგზაურობა ღამის საათებშიც შესაძლებელი ხდება. ეკომეგობრული, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი 3D განათების სისტემა, ზიანს გარემოს არ აყენებს და ამავდროულად, მოგზაურობას კიდევ უფრო სანახაობრივს ხდის.

„დაცული ტერიტორიების გაფართოება ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. შარშან, დაახლოებით 120 000 ჰექტრით გავზარდეთ დაცული ტერიტორიების ფართობი. ეს მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი ბუნების დაცვის და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის, ასევე, ტურისტული მიმართულების განვითარებისთვის. გასულ წელს, ჩვენს დაცულ ტერიტორიებს დაახლოებით 900 000 ვიზიტორი ეწვია, მიმდინარე წელს კი, 5 თვის განმავლობაში, გასულ წელთან შედარებით, 50%-ით არის გაზრდილი ვიზიტორთა რაოდენობა. მნიშვნელოვანია, რომ ვიზიტორებს დავახვედროთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რისთვისაც არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ. ამჟამად, მიმდინარეობს დაახლოებით 1200 კმ საფეხმავლო ბილიკების მოწყობა, რომელიც წლის ბოლოს დასრულდება. გასულ წელს დავიწყეთ მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერის 3D განათების პროექტი, რაც უკვე დასრულდა და ვიზიტორებს უკვე საშუალება აქვთ, ღამის საათებში დაათვალიერონ ძალიან ლამაზი სანახაობა“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

უწყების ინფორმაციით, დღეიდან მომდევნო 1 კვირის განმავლობაში, მარტვილის მუნიციპალიტეტის მკვიდრი მოსახლეობა მარტვილის კანიონზე, ხოლო ხონის მუნიციპალიტეტის მკვიდრი მოსახლეობა ოკაცეს ჩანჩქერზე უფასოდ შეძლებს 3D განათების ფონზე იმოგზაუროს.

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუდმივად ზრუნავს დაცული ტერიტორიების განვითარებაზე, მიმდინარე წელს, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, სხვადასხვა დაცულ ტერიტორიაზე, ეკოტურიზმის განვითარებისთვის, 22.5 მილიონამდე ლარის ინვესტიცია განხორციელდება. აღნიშნულის ფარგლებში მოეწყო მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერზე 3D განათების სისტემები, რომლის საერთო ბიუჯეტმაც 4 მილიონი ლარი შეადგინა.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის