მამუკა მდინარაძე ბერლინში პროტესტზე - ოთხი ადამიანი რაღაცას აპროტესტებდა, სპეკულაციურს, სააკაშვილთან დაკავშირებით, თუკი სპეკულაციებით დაბინძურებული კადრები გასუფთავდა, ვერაფერს ვხედავ საგანგაშოს - „ფეიკისგან“ საზოგადოება უნდა ვიხსნათ

ოთხი ადამიანი რაღაცას აპროტესტებდა, სპეკულაციურს სააკაშვილთან დაკავშირებით - თუკი ამ სპეკულაციებით დაბინძურებული კადრები გასუფთავდა, ამაში ვერაფერს ვხედავ საგანგაშოს, პირიქით, ასე უნდა ყოფილიყო, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე მედიაში გავრცელებულ კადრებს, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ბერლინში, ოლაფ შოლცისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრის პარალელურად აქციას მართავდნენ, ხოლო მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ კადრებში მანიფესტანტების შეძახილების ხმა არ ისმის.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ საზოგადოება „ფეიკ“ ინფორმაციისგან უნდა იხსნას.

„ოთხი ადამიანი რაღაცას აპროტესტებდა, სპეკულაციურს სააკაშვილთან დაკავშირებით, ამ სპეკულაციურ "მესიჯს" არა სპეკულაციური, ხისტი, მართალი, სამართლიანი პასუხი სტრასბურგის სასამართლომ გასცა. თუ კი ამ სპეკულაციებით დაბინძურებული კადრები გასუფთავდა, მე ამაში ვერაფერს ვერ ვხედავ საგანგაშოს, პირიქით ასე უნდა ყოფილიყო, მე რომ ვყოფილიყავი, ზუსტად ასე მოვიქცეოდი. იმიტომ, რომ ოთხი ადამიანი რაღაც „ფეიკს“ რომ ავრცელებს, ამ „ფეიკისგან“ ჩვენი საზოგადოება უნდა ვიხსნათ. თქვენ გინდათ, რომ სამთავრობო მასალებში „ფეიკ“ ნარატივები მოხდეს, რომ არ მოხდება, მერე ბრაზდებით და ამაზე პასუხს მე მთხოვთ“, - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 9 ივნისს გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცისა და საქართველოს-პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრის პარალელურად საქართველოს მოქალაქეები გერმანიის კანცლერის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ და სკანდირებდნენ სიტყვებს: „რუსული მთავრობა“, „დასანქცირეთ ივანიშვილი“, „საქართველოს ჰყავს პოლიტპატიმრები!“. ხოლო მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ კადრებში მოქალაქეების პროტესტის ხმა არ ისმოდა.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა