ასათიანის 10 ნომერში, მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე, მოქალაქემ პროტესტის ნიშნად თვითდაზიანება მიიყენა.
აქციის მონაწილეების თქმით, თუ მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი აშენდება, მაშინ მიმდებარე კორპუსები ჩამოიშლება.
„10 წელზე მეტია ამ მშენებლობასთან დაკავშირებულ პრობლემაზე სამართლებრივად ვმუშაობ. ჩვენ სამივე ინსტანციის სასამართლო მოგებული გვაქვს და მერიას პირდაპირ დაევალა, რომ ეს ადმინისტრაციული აქტები გააუქმოს და თავიდან ის პრობლემები შეესწავლოს, რომელიც აქ არის. პრობლემები არის, რამდენიმე მიმართულებით, ერთი ის, რომ მცოცავი ქანებია, რომელმაც შეიძლება შეუქცევადი პროცესები გამოიწვიოს და არც ნაკლებ ისეთი, როგორც ვაშლიჯვარში იყო“, - განაცხადა ადგილობრივმა.