ზოგისთვის მეტავერსი და web3 ვირტუალური რეალობის გაუმჯობესებულ ციფრულ სივრცეს წარმოადგენს, ზოგიერთი კი მასში ინტერნეტისა და კაცობრიობის მომავალს ხედავს.
აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, არავინ დაობს მეტავერსის განუსაზღვრელ შესაძლებლობებზე, რომლის საშუალებით შეგვიძლია ვაკეთოთ ჩვენი ბიზნესი, გავიცნოთ ახალი ადამიანები, ვიშოპინგოთ, დავესწროთ კონცერტებს, ვისწავლოთ ან უბრალოდ გავერთოთ თავისუფალ დროს.
მეტავერსის შექმნასა და განვითარებაში არა ერთი ინვესტიცია განხორციელდა საწყის ეტაპზევე, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ პროდუქტის სრული პოტენციალის გამოვლენისათვის ეს საკმარისი არაა. იმ იდეის სრულყოფა, რომლითაც მეტავერსის შექმნა დაიწყო, გაცილებით დიდი ძალისხმევის გაღებასა და ჩართულობას გულისხმობს.
მეტავერსისა და web3-ის განვითარებადი ლანდშაფტის შესასწავლად და მხარდასაჭერად Axel, EBAN, Spatial და Arrival ექსკლუზიურ ღონისძიებას გამართავენ, სახელწოდებით "Discovering Web3: Must-Know Insights for Angels!"
ღონისძიება 20 ივნისს, 14:00 საათზე (CEST), Metaverse-ის Spatial პლატფორმაზე გაიმართება. დამსწრეებს კი ექნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ მიმდინარე სიახლეებს ინდუსტრიის ექსპერტებისგან და დაუკავშირდნენ თანამოაზრე ინვესტორებს მთელი მსოფლიოდან.
ღონისძიების დღის წესრიგი მოიცავს ინდუსტრიის 3 ექსპერტის გამოსვლას:
ექსპერტების გამოსვლას მოჰყვება პანელური დისკუსია Metaverse-ში ადრეულ ეტაპტზე ინვესტირების შესახებ და სტარტაპ ფიჩები.
მსგავსს ღონისძიებებში აქსელის ჩართულობა და პარტნიორობა ხელს შეუწყობს საქართველოში „ანგელოზი ინვესტორების“ კულტურის გაძლიერებას, თბილისის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაციას, ევროპის ქვეყნებთან ბიზნეს კავშირების გაღრმავებას, ქართული კომპანიებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენასა და ქართული თუ უცხოური ინვესტიციების მოზიდვას.
ღონისძიების დღის წესრიგი და სპიკერები დეტალურად იხილეთ ბმულზე: https://lnkd.in/dqj4QsaA
ღონისძიებაზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე: https://lnkd.in/dqj4QsaA
თუ გსურთ დაესწროთ აქსელის საინვესტიციო შეხვედრებს, როგორც ანგელოზი ინვესტორი, გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე: https://lnkd.in/dXjBQ9V5
თუ სტარტაპის დამფუძნებელი ხართ და გსურთ მომავალ ღონისძიებებში ანგელოზი ინვესტორების წინაშე თქვენი იდეით წარსდგეთ, შეავსეთ ეს აპლიკაცია: https://lnkd.in/dsW8ufGh
გამოიწერეთ აქსელის სოციალური მედიის ანგარიშები: