რომან გოცირიძე ლაშა ხუციშვილზე - ამ ადამიანის პროფესიონალიზმში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ დამოუკიდებლობაში მეპარება

ლაშა ხუციშვილი რომ წარმოადგინოს მართლაც პრეზიდენტმა და პარლამენტმა დაამტკიცოს, რა გარანტიაა, რომ საბჭო ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატად, მაინცდამაინც, ლაშა ხუციშვილს წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს? 100%-იანი გარანტიაა, იმიტომ, რომ ყურებით გყავთ დაჭერილი, - ამის შესახებ დეპუტატმა რომან გოცირიძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „ეროვნული ბანკის შესახებ კანონში“ შესატან ცვლილებებზე პრეზიდენტის შენიშვნები განიხილება.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ეროვნული ბანკის საბჭოს ორი წევრის კანდიდატურა სალომე ზურაბიშვილმა რომც წარადგინოს, მისი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე მას პარლამენტი მაინც არ განიხილავს.

„პრეზიდენტს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ თურმე არ წარმოადგინა კანდიდატურა და ეროვნული ბანკის მუშაობა ამით ფერხდება. გაქვთ თუ არა ინფორმაცია იმის თაობაზე, რა მოხდა როცა პრეზიდენტმა წარმოადგინა ორი ძალიან კარგი კანდიდატურა - კომერციული სტრუქტურებიდან, საბანკო სისტემაში ნამუშევარი ადამიანი და აკადემიური სფეროდან? წელიწადნახევრის განმავლობაში პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი კანდიდატურა პარლამენტში არ განიხილებოდა. მერე განიხილეს და ჩააგდეს. ერთადერთი ადამიანი, ერთადერთი დეპუტატი, ვინც მხარი დაუჭირა ვიყავი მე. მერე წარადგინეთ ეკონომიკის მინისტრი, მისი მოადგილე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე და რეალურად დღევანდელი ვითარება, რაც შეიქმნება ამის პასუხისმგებლობა ეკისრება ასევე პრეზიდენტს. ახლა ფინანსთა მინისტრი დააჯდება ამ სისტემას და შეიკვრება წრე. კონკურსის შედეგებიდან რა გვარებიცა და სახელებიც ვიცით, ეროვნული ბანკის საბჭოს რიგით წევრად ეს ადამიანები შეიძლება იყვნენ. იქ არ არის ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის რეალური კანდიდატი თავისი წონით და თავისი პიროვნული თვისებებით. 7 კაცია ეროვნული ბანკის საბჭოში, შეუძლიათ დღეს წარმოადგინონ ეროვნული ბანკის საბჭოს ნებისმიერი წევრი პრეზიდენტთან დასამტკიცებლად. ნიანგის ცრემლებს რომ ღვრიან ბანკი ვერ მუშაობსო, ადგეს საბჭო და წარმოადგინოს. საბჭოზე სრული პოლიტიკური გავლენა აქვს „ქართულ ოცნებას“. ლაშა ხუციშვილი რომ წარმოადგინოს მართლაც პრეზიდენტმა და პარლამენტმა რომ დაამტკიცოს, რა გარანტიაა, რომ საბჭო ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატად, მაინცდამაინც, ლაშა ხუციშვილს წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს? 100%-იანი გარანტიაა, იმიტომ, რომ ყურებით გყავთ დაჭერილი. იცით, რომ მოხდეს საოცრება და რომ არ დაუჭიროს? ამაშია საქმე, მთელი საბჭო უკვე პოლიტიკური გავლენის ქვეშაა და ამიტომაა დიდი პრობლემა. ამ ადამიანის პროფესიონალიზმში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ დამოუკიდებლობაში მეპარება. რომ გაჩქარებენ, ახლა ეროვნულ ბანკს სჭირდება ორი კაცი თორემ ვერ იმუშავებსო, ორ ადამიანს რომ წარმოადგენთ, სანამ სალომე ზურაბიშვილი იქნება პრეზიდენტი, ამ კანდიდატურას არ განიხილავენ, კი არ ჩააგდებენ, არ განიხილავენ. რა მოხდება? ამოქმედდება ეს კანონი. როგორც კი არჩილ მესტვირიშვილს გაუვა ეს ვადა, და ვინაიდან ეროვნულ ბანკს არ ეყოლება პრეზიდენტი, არც მოვალეობის შემსრულებელი... ამაშია ძაღლის თავი დამარხული. თუ დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნიშნავს ვიცე -პრეზიდენტს, ახლა საბჭოს ორი წევრი საბჭოს წარუდგენს პირველი ვიცე -პრეზიდენტის კანდიდატურას და ეს იქნება მანამ, სანამ სალომე ზურაბიშვილი არ ამოწურავს საპრეზიდენტო ვადას“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
Hotsale.ge-მ ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ ბიზნეს ლიგის გამარჯვებულებს საჩუქრები გადასცა
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში თავის ტვინის სიმსივნის ბიოფსია ახალი, ულტრათანამედროვე ნეირონავიგაციის სისტემით ჩატარდა