სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქართველოს სახელით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად „პოლიციის მიერ ძალის გამოყენების შესახებ” დეკლარაციას შეუერთდა

2023 წლის მაისში, დამოუკიდებელ საზედამხედველო ორგანოთა საერთაშორისო ქსელმა (IPCAN) სტრასბურგში გამართული კონფერენციის შემდეგ, ერთობლივი დეკლარაცია მიიღო, რომელსაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად საქართველო, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია და შვეიცარია შეუერთდა. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ერთობლივი დეკლარაცია, რომელსაც ქსელის (IPCAN) 16 წევრი ქვეყნის წარმომადგენელი აწერს ხელს, სხვადასხვა ქვეყნებში საპოლიციო ღონისძიებების განხორციელების დროს მოქალაქეთა უფლებების დაცვის, ეფექტური ზედამხედველობის განხორციელების და დანაშაულის პრევენციის საკითხებს, ასევე დემონსტრაციების დროს დეესკალაციის და მოლაპარაკების მნიშვნელობას შეეხება.

„დეკლარაცია IPCAN-ის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, სამართალდამცავმა უწყებებმა საპოლიციო მოქმედებების განხორციელებისას გამოიყენონ პროპორციული ძალა მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. დეკლარაცია პოლიციის ძალების მიერ საჯარო დემონსტრაციების მართვასა და მთლიანად საპოლიციო მოქმედებებთან დაკავშირებით 20 რეკომენდაციას შეიცავს. რეკომენდაციები აწესრიგებს დემონსტრაციების დროს პირის იდენტიფიცირებას ინდივიდუალური თავისუფლებების პატივისცემითა და ეთიკური წესების დაცვით, საპოლიციო ოპერაციების ჩატარების დროს ჩხრეკისა და შემოწმების კანონმდებლობით დადგენილი წესების განუხრელად დაცვას, დემონსტრანტთა შორის არასრულწლოვანთა იდენტიფიცირებისას ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებას, დემონსტრაციების მართვაში ჩართული სამართალდამცავი პირების იდენტიფიცირების მეთოდების დახვეწას და სხვა.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ამოქმედებიდან ერთ წელიწადში, წევრობის ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემდეგ, 2023 წლის მაისიდან პოლიციის მიმართ საჩივრების განმხილველ დამოუკიდებელ ორგანოთა საერთაშორისო ქსელის ოფიციალური წევრი გახდა.

დეკლარაცია სრულად, ფრანგულ და ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ იხილოთ აღნიშნულ ვებ-გვერდზე: https://ipcan.org/news/strasbourg-declaration-on-the-use-of-force-by-the-police,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის