BAG ინდექსი - საქართველოს ბიზნეს კლიმატი გაუმჯობესებას განაგრძობს

საქართველოს ბიზნესასოციაცია BAG ინდექსის 2023 წლის მეორე კვარტლის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვით, ბიზნესკლიმატის მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით გაუმჯობესდა და 50.6 ქულას მიაღწია.

როგორც ბიზნესასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ასოციაციის წევრი კომპანიები ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობას პოზიტიურად აფასებენ და მათი მოლოდინები საკმაოდ ოპტიმისტურია, რაც ბიზნესკლიმატის მზარდ დინამიკაზე აისახება.

„შეგახსენებთ, რომ კვლევის ფარგლებში, გამოკითხული კომპანიები ერთიანდება ოთხ სექტორში: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა. მეორე კვარტალში, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობას ყველა სექტორი დადებითად აფასებს, რასაც შესაძლოა განაპირობებდეს, წინა კვარტალთან შედარებით, ოთხივე სექტორში მკვეთრად გაზრდილი გაყიდვები. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კვარტალში განსაკუთრებულად პოზიტიური შეფასებებით მშენებლობის სექტორი გამოირჩევა, კერძოდ, წინა კვარტალთან შედარებით, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის შეფასება 41.4 ქულით, ხოლო ბიზნესის მომდევნო 6 თვის მოლოდინის მაჩვენებელი 22.1 ქულით გაუმჯობესდა.

საგულისხმოა, რომ მიუხედავად დადებითი შეფასებებისა, წინა კვარტალთან შედარებით, გამოკითხვის შედეგების თანახმად, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობა გაუარესებულია მრეწველობისა და ვაჭრობის სექტორებში, ხოლო მომსახურების სექტორს მომდევნო 6 თვეში მცირედი კლების მოლოდინი აქვს.

ინფორმაციისთვის, BAG ინდექსი ემყარება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების შეფასებებს, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMC კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს. კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.“- ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის