„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, ფოთი საზღვაო სეზონს მოუწესრიგებელი ხვდება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ფოთში ზღვის სანაპირო ზოლზე არსებულ მდგომარეობას აპროტესტებს. ოპოზიციის განცხადებით, საზღვაო ქალაქი ზღვის სეზონს ტრადიციულად მოუწესრიგებელი ხვდება.

მათი თქმით, მალთაყვის სანაპირო ზოლის რეაბილიტაციისთვის 8 მილიონ ლარამდე დაიხარჯა და ინფრასტრუქტურა სავალალო მდგომარეობაშია. ისინი ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

„ყოველი სეზონის მოსვლისას საუბარი გვიწევს სანაპირო ზოლის მოუწესრიგებლობასთან დაკავშირებით. 8 მილიონამდე დაიხარჯა მალთაყვის სანაპირო ზოლის რეაბილიტაციისთვის და ეს რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურა არის სავალალო მდგომარეობაში. დაკეტილია საშხაპეები, სველი წერტილები უფუნქციოა. ადამიანს ელემენტარული პირობა არა აქვს, რომ მოვიდეს სანაპიროზე და ნორმალურ გარემოში დაისვენოს. წელსაც უდიდესი პოტენციალის მქონე საზღვაო ქალაქი სრულიად მოუმზადებელი და მოუწესრიგებელი ხვდება საზღვაო სეზონს", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის წევრმა“ არჩილ გულორდავამ.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება