ალუდა ღუდუშაური - კონსტიტუციას რომ მოიმარჯვებს იოსელიანი, ნუ დაავიწყდება, რომ მისი ავტორია ღირსეული ქართველი ირაკლი კობახიძე - ღიმილისმომგვრელია, რომ იოსელიანმა კობახიძეს კონსტიტუცია შეახსენოს

კონსტიტუციას რომ მოიმარჯვებს იოსელიანი, ნუ დაავიწყდება, რომ მისი ავტორია ღირსეული ქართველი ირაკლი კობახიძე, - ასე ეხმიანება სახალხო დამცველის განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური.

ღუდუშაურის თქმით, ღიმილისმომგვრელია, რომ იოსელიანმა კობახიძეს კონსტიტუცია შეახსენოს.

„ბატონ ლევანს შევახსენებდი, რომ კონსტიტუციას როცა მოიმარჯვებს და ხელში აიღებს, ნუ დაავიწყდება, რომ მისი ავტორი გახლავთ ძალიან ღირსეული ქართველი, ირაკლი კობახიძე. კრიტიკა, რა თქმა უნდა, ნორმალური ფაქტია, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში რა აქვს გასაკრიტიკებელი ბატონ კობახიძეს? წარმოუდგენელია ის ამბავი, რომ თურმე კონსტიტუცია უნდა შეახსენოს ბატონმა იოსელიანმა ირაკლი კობახიძეს, ეს ცოტა ღიმილისმომგვრელია,“- განაცხადა ღუდუშაურმა.

ინფორმაციისთვის, სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ადამიანის ორიენტაციაზე მინიშნება მისთვის მიუღებელია. ამით იოსელიანი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ თსუ-ში მომხდარ ინციდენტში მონაწილე ახალგაზრდებს „ყველანაირი ორიენტაცია აქვთ არეული“.

„ადამიანის ორიენტაციაზე ნებისმიერი მინიშნება ჩემთვის მიუღებელია, ვინაიდან ეს არის საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით დაცული“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება