„თბილისი ენერჯი“ 2023 წლის მსხვილ ინვესტორებშია

„თბილისი ენერჯი“ იმ კომპანიების ათეულშია, რომლებმაც 2023 წლის პირველ კვარტალში ყველაზე დიდი ინვესტიცია განახორციელა.

„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, ინვესტიციების დიდი ნაწილი დედაქალაქის უსაფრთხო და უწყვეტ გაზმომარაგებას ხმარდება. მათივე ცნობით, თბილისში, რამდენიმე ათეული წლის წინ აშენებული ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის დიდი ნაწილი ამორტიზებულია, ბოლო წლებში ქსელის სრული რეაბილიტაცია დაიგეგმა, რაც ეტაპობრივად მიმდინარეობს.

„ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც „თბილისი ენერჯი“ ტოპ ინვესტორთა სიაში მოხვდა. 2022 წელს კომპანიამ 23 მილიონის რეინვესტიცია განახორციელა.

ინვესტიციების კუთხით "თბილისი ენერჯი” ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა. სემეკთან შეთანხმებული და დამტკიცებული საინვესტიციო გეგმის მიხედვით კომპანია 2023-2027 წლებში 174 მლნ ლარზე მეტს დახარჯავს.

საქსტატის მიერ BM.GE -თვის მიწოდებული მონაცემებით, 2023 წლის პირველ კვარტალში, საქართველოში 496.6 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდა”, - ნათქვამია „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს