გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ირაკლი ყანდაშვილმა სახელობითი სტიპენდია დააწესა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორმა - ირაკლი ყანდაშვილმა, გრუნის სამართლის სკოლის სტუდენტისათვის სახელობითი სტიპენდია დააწესა.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ინფორმაციით, ახალგაზრდებთან გამართულ შეხვედრაზე მან აღნიშნა, რომ სახელობითი სტიპენდიის დაწესებით ნიჭიერი, წარმატებული სტუდენტებისათვის დამატებითი მხარდაჭერის შესაძლებლობას ქმნის და ამით ერთგვარად იზიარებს ევროპული ქვეყნების გამოცდილებას.

„ამ გადაწყვეტილებით საფუძველს ვუყრით ტრადიციას, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და არა მარტო სტუდენტებს, არამედ სამართლის მიმართულებასა და უნივერსიტეტსაც გააძლიერებს,“- განაცხადა ირაკლი ყანდაშვილმა.

უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ ირაკლი ყანდაშვილს მადლობა გადაუხადა.

„ამ ინიციატივით ხელს ვუწყობთ ძლიერი იურისტების აღზრდასა და სტიმულირებას. ვეხმარებით ახალგაზრდებს, სწავლასთან ერთად, პიროვნულად განვითარდნენ და მიიღონ მაგალითი, როგორ იზრუნონ სხვებზე. სახელობითი სტიპენდია, მხარდაჭერასთან ერთად, არის დიდი პატივი და პასუხისმგებლობა. ვისურვებდი, ეს წოდება თითოეულმა სტუდენტმა ღირსეულად ატაროს,“ - განაცხადა მამუკა თავხელიძემ.

„შეხვედრის დასასრულს სამართლის სკოლის წარმომადგენლებმა სტუდენტებს გააცნეს ის კრიტერიუმები, რომლებითაც შეირჩევა სტიპენდიატი:

- V-VIII სემესტრის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი;

- მაღალი აკადემიური მოსწრება ( GPA მინიმუმ 3.5);

- უნივერსიტეტის საგანმანათლებლო, სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობაში დოკუმენტურად დადასტურებული მიღწევები;

- უნივერსიტეტის განვითარებასა და ცნობადობის ამაღლებაში შეტანილი წვლილი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის