“ნექსია საქართველო კრიტიკულად მნიშვნელოვანი რგოლია „ნექსიას“ გლობალური ქსელისთვის“ – ამის შესახებ Nexia International-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტიმ უილსონმა ტელეკომპანია „პალიტრას“ ეთერში განაცხადა.
უილსონმა ხაზი გაუსვა „ნექსია საქართველოს“, როგორც გლობალური ქსელის მნიშვნელოვანი რგოლის ჩართულობას საერთაშორისო ღონისძიებებში და აღნიშნა ქართული წარმომადგენლობის როლი საერთო გამოწვევების გადაწყვეტაში. მისივე თქმით, „ნექსიას“ ქართული წარმომადგენლობა ერთ-ერთი საუკეთესოა ქსელის კომპანიებს შორის.
„ნექსია საქართველო“ Nexia International-ს, ოფიციალურად, 2014 წლიდან წარმოადგენს. ახალი პროექტებით, ინოვაციებით, მასშტაბური კონფერენციებით, ბაზარზე სრულიად ახალი მიმართულებების განვითარებითა და სამუშაო ადგილების რეკორდული ზრდით „ნექსიას“ საქართველოს წარმომადგენლობა მალევე გახდა ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე ქსელის წევრებს შორის. აღსანიშნავია, რომ კომპანიის გასული წლის შემოსავალმაც 10 მლნ-ს გადააჭარბა, რამაც, ჯამში, წინა წელთან შედარებით, 25%-ზე მეტი ზრდა აჩვენა.
„ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ქსელის ღონისძიებებზე ყოველთვის განსაკუთრებულად აღინიშნება ქართული წარმომადგენლობის წვლილი საერთო მიზნების ჩამოყალიბებაში. ახალი ხედვების, შესაძლებლობებისა და ინსტრუმენტების განვითარებით, ჩვენ მსოფლიოს 115-ზე მეტი ქვეყნის 650-ზე მეტ ოფისს შორის „წლის კომპანიის“ ტიტული უკვე მოვიპოვეთ“ - ბორის მეგრელიშვილი, Nexia-ს მმართველი პარტნიორი.
როგორც „ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორები აცხადებენ, ადგილობრივი მასშტაბის აქტივობების გარდა, წელსაც აქტიურად გეგმავენ საერთაშორისო ღონისძიებებში ჩართულობას. კომპანიის მიზანია, თავისი საქმიანობით, ზუსტად უპასუხოს ქსელის 2023 წლის მთავარ გზავნილს -„Moving Forward/წინსვლა“.
(R)