საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელ რაჟდენ კუპრაშვილს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელ რაჟდენ კუპრაშვილს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ევრორეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობას, რომლის ფარგლებშიც ანტიკორუფციული ბიურო შეიქმნა.

შალვა პაპუაშვილმა ასევე „გრეკოს“ რეკომენდაციების შესრულების ნაწილში პარლამენტის როლზე ისაუბრა და საქართველოს პარლამენტსა და ანტიკორუფციულ ბიუროს შორის თანამშრომლობის გასაღრმავებლად მზადყოფნა გამოთქვა.

რაჟდენ კუპრაშვილმა თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარეს ბიუროს მიერ განხორციელებულ მიღწევებსა და არსებული გამოწვევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი ანტიკორუფციული ბიუროს მანდატს, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმების დახვეწასა და ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხებს შეეხო.

რაჟდენ კუპრაშვილმა აღნიშნა, რომ სამსახური ანტიკორუფციული სტრატეგიის შექმნაზე აქტიურად იმუშავებს და ხელს შეუწყობს საზოგადოებასა და საჯარო მოხელეებში დეკლარაციის შევსების უნარ-ჩვევების ამაღლების პროცესს, რომელიც ანტიკორუფციული სამსახურის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს