შემოსავლების სამსახურმა „ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის“ წევრი ქვეყნების შეხვედრას უმასპინძლა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა „ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის“ წევრი ქვეყნების საბაჟო თანამშრომლობის საბჭოს შეხვედრას 9-10 ივნისს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს - აზერბაიჯანის, ჩინეთის, ყაზახეთის ყირგიზეთის, მონღოლეთის, პაკისტანის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთისა და კორეის საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელმა პირებმა. ამასთან, სამუშაო ფორმატში გამართულ შეხვედრებს, ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO), გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE), ასევე აზიისა და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნების ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები (ADB).

„აღნიშნული შეხვედრა გახსნა და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვლადიმერ ხუნდაძემ. შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: „ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის“ ერთიანი სატრანზიტო სისტემები, ციფრული საბაჟო, ერთიანი ფანჯრის პრინციპის დანერგვისა და ელექტრონული ინფორმაციის გაცვლის მექანიზმი, ასევე 2023 – 2024 წლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული გამოწვევები და სხვა.

შეხვედრას, რომელიც დიალოგის ფორმატში წარიმართა, ესწრებოდნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზურაბ სიჭინავა, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, სამსონ ურიდია და უწყების სხვა სტრუქტურული ერთეულის პასუხისმგებელი პირები.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეები თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონას ესტუმრნენ და საქონლის გაფორმების გამარტივებულ პროცედურებს ადგილზე გაეცნენ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს