„საქართველოს ფოსტა“ „მსოფლიო საფოსტო კავშირისა“ და „მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის“ გლობალურ კონფერენციაში იღებდა მონაწილეობას

იაპონიაში, ქალაქ ტოკიოში, მსოფლიო საფოსტო კავშირისა (Universal Postal Union) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (World Customs Organization)გლობალური კონფერენცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ფოსტა“ ავრცელებს.

ღონისძიებაზე „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე წარსდგა პრეზენტაციით: „სინერგია და ეფექტურობა საფოსტო ოპერატორისა და საბაჟო ადმინისტრაციის თანამშრომლობისას“.

კონფერენციის თემა გახლდათ „ქვეყანაში შემავალი ელექტრონული კომერციის გამოწვევები და შესაძლებლობები საფოსტო და საბაჟო დარგების თანამშრომლობისას“.

„მსოფლიოს ვუზიარებთ „საქართველოს ფოსტისა“ და საქართველოს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ურთიერთთანამშრომლობის წარმატებულ მოდელს. თანამშრომლობა გულისხმობს „მსოფლიო საფოსტო კავშირსა“ და „მსოფლიოს საბაჟო ორგანიზაციას“ შორის 2022 წლის მაისს გაფორმებულ შეთანხმებაში, გათვალისწინებული რეგულაციების საფუძველზე, შემდგარი თანამშრომლობის შედეგებს, რაც გამოიხატება, საფოსტო ოპერატორის მიერ, პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით, საბაჟო ადმინისტრაციისათვის, წინასწარ გაცვლილ გზავნილთან დაკავშირებით სრულყოფილი მონაცემების უზრუნველყოფას“, - აღნიშნა ლევან ჩიკვაიძემ.

ღონისძიების ფარგლებში, გამართულ სესიებსა და შეხვედრებზე, საფოსტო და საბაჟო სექტორის წარმომადგენლებმა საფოსტო და საბაჟო საქმიანობის უახლესი ტენდენციები, გამოწვევები და განვითარების ხედვები განიხილეს.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის