ზურაბ აზარაშვილი მრჩეველთა საბჭოს ფორმატში ექიმებს შეხვდა

მრჩეველთა საბჭოს ფორმატში, ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, სხვადასხვა სამედიცინო მიმართულების ექიმებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროა ვრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა ჯანდაცვის ხელმისაწვდომობისა და ხარიხის გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე იმსჯელეს. განიხილეს რეანიმაციული მომსახურების განახლებული სტანდარტის მოთხოვნებიც, რომელიც სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით დამტკიცდა. იმსჯელეს 2025 წლიდან, სავალდებულო საერთაშორისო აკრედიტაციის საკითხებზეც.

„შეხვედრაზე სამედიცინო დარგის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ცვლილებები, რომლებიც რეგულაციების მიმართულებით ინერგება, მისასალმებელია.

ზურაბ აზარაშვილმა ჯანდაცვის სფეროში არსებულ გამოწვევებსა და მთი გადაჭრის გზებთან დაკავშირებით ექიმების რეკომენდაციები მოისმინა.

შეხვედრაზე დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელზე იმსჯელეს და არსებული გამოცდილება შეაჯამეს.

მრჩეველთა საბჭოს ფორმატში, მხარეებმა პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების მიმართულებით გასატარებელ ღონისძიებებზე ისაუბრეს.

ყურადღება გამახვილდა მოსახლეობისთვის, მაღალხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფოს მიერ უკვე გატარებულ და მიმდინარე რეფორმებზეც.

შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა, რომ მრჩეველთა საბჭოს ფორმატით, შეხვედრები ყოველ თვე გაიმართება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ვინ უნდა იმადიაროს? პერსპექტივაში რომელ ძალას აქვს, „ოცნების“ ჩანაცვლების შანსი?
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა