დეპუტატები მუხროვანში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ

მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელ ცენტრს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები ეწვივნენ. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დეპუტატებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ უმასპინძლა.

საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა სპეციალური ოპერაციების ძალების ახალი ბაზის მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულეს და პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

„ამჟამად ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოების პირველი ეტაპი, რომელიც ყაზარმების, ლაზარეთისა და სასადილოს მშენებლობას მოიცავს. მუხროვანში სპეციალური ოპერაციების ძალების ახალი ბაზის მშენებლობა 24 ახალი შენობის აგებასა და 3 ძველი შენობის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

დღესვე, სპეციალური ოპერაციების ძალების ხელმძღვანელმა პირებმა სტუმრებს ქვედანაყოფის ისტორია, ძალთა სტრუქტურა, ამოცანები, სამომავლო გეგმები და საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით არსებული ვითარება გააცნეს. ბაზაზე ვიზიტის განმავლობაში დეპუტატებს საწვრთნელი ცენტრის სასროლეთის შესაძლებლობების გაცნობის, ტექნიკისა და შეიარაღების დათვალიერებისა და სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მდებარე ტაძრის მონახულების შესაძლებლობაც ჰქონდათ.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები თავდაცვის სამინისტროსთან მჭიდროდ თანამშრომლობენ, უწყების საქმიანობას რეგულარულად ეცნობიან და საქართველოს მასშტაბით სამხედრო ბაზებს სტუმრობენ,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა