ვაჟა იორდანიშვილის განცხადებით, ტექინსპექტირების მიმართულებით ამოქმედებული ცვლილებების შედეგად, გასულ თვეში მიმართვიანობა 20%-ით გაიზარდა

„ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის" თავმჯდომარის ვაჟა იორდანიშვილის ინფორმაციით, ტექინსპექტირების მიმართულებით ამოქმედებული ცვლილებების შედეგად, გასულ თვეში მიმართვიანობა 20%-ით გაიზარდა. ამის შესახებ მან მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში 1 600 000 რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებაა და აქედან ტექინსპექტირებას 800 000 ერთეული ტრანსპორტი გადიოდა.

„2023 წლიდან მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა როგორც ტექნიკურ რეგლამენტში, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ის ცვლილებები, რაც შეეხებოდა ტექინსპექტირების მიმართულებით, ეს იყო განმეორებით ტექინსპექტირების საფასურის დაწესება, განმეორებითი ინსპექტირების დახარვეზების შემდეგ, ვადები შემცირდა და 30 დღიდან 10-დღემდე და გარდა ამისა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ჯარიმების ოდენობა გაიზარდა. ასე რომ ამ ღონისძიებებმა, გარკვეულწილად, გააჩინა მოლოდინი, რომ ის სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც გადაადგილდებოდნენ ტექინსპექტირების გარეშე ან მუდმივად იხდიდნენ საფასურს და იგრძელებდნენ გზაზე მოძრაობის საშუალებას ისე, რომ ტექნიკურად გაუმართავი იყო ავტომობილი, ეს ორივე მხრიდან ჩაიკეტა და ამან გარკვეულწილად წინა თვეს მოგვცა ის შედეგი, რომ, დაახლოებით, 20%-იანი მატება იყო მომართვიანობის. შემდგომში დავაკვირდებით რა იქნება, ეს იყო მძღოლების პირველი შიშის ეფექტი თუ გაგრძელდება ეს ტენდენცია. თქვენ იცით, რომ რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა საკმაოდ დიდი -1 600 000-ია, ტექინსპექტირებას გადის 800 000 ერთეული სატრანსპორტო საშუალება. ვინც არ დადიოდა გამართული ავტომობილით, სავარაუდოდ, მათ მოუწევთ ავტომობილის გამართვა",- განაცხადა ვაჟა იორდანიშვილმა.

მისივე თქმით, ტექინსპექტირებისას დახარვეზების მაჩვენებელი არის, დაახლოებით, 200 ათასზე მეტი.

„წლების მიხედვით სხვადასხვა რიცხვი გვაქვს, თუმცა, დაახლოებით, 20%-ის ფარგლებში გვაქვს დახარვეზების მაჩვენებელი.

ყველაზე მეტი დახარვეზების მაჩვენებელი აქვს მაშუქ ხელსაწყოებს, რაც გამოწვეულია იმით, რომ ძირითადად მძღოლები თავად არ ახდენდნენ შემოწმებას სანამ მოიყვანდნენ ტექინსპექტირების ცენტრებში. მაინც დღესაც ყველაზე მეტი ხარვეზის მაჩვენებელი ელექტრომოწყობილობებზე და მაშუქ -ფარებზე მოდის. თუმცა, რა თქმა უნდა, შემდეგ პოზიციებზეა გამონაბოლქვი და სამუხრუჭე სისტემები",- განაცხადა ვაჟა იორდანიშვილმა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის