ირაკლი ქადაგიშვილი - „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონს მაინც მივიღებთ და დაველოდებით ევროკომისიის პოზიციას - თუ ის იტყვის, რომ ეს კანონი საჭირო არ არის, მაშინ უკან გავიწვევთ

ვენეციის კომისია და 12 რეკომენდაციის გამცემი ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოვიდნენ - „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონს მაინც მივიღებთ და ევროკომისიის პოზიციას დაველოდებით, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ევროკომისია იტყვის, რომ აღნიშნული კანონი საჭირო არ არის, მაშინ უკან გაიწვევენ.

„როცა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ რეკომენდაციაში ჩაიწერა, მიზანი იყო, ისეთი კანონი მიგვეღო, რომელიც მათი გაგებით დეოლიგარქიზაციას უზრუნველყოფდა. ასეთი კანონი მხოლოდ უკრაინაში იყო მიღებული, რომელიც ევროკავშირის მიერ სრულად მოწონებული იყო. იმისათვის, რომ სპეკულაციები არ ყოფილიყო, ეს კანონი მივიღეთ. ვენეციის კომისიას კანონის სამართლებრივ სტატუსზე პრობლემა არ აქვს, პრობლემა აქვს იმაზე, საჭიროა თუ არა კანონი, რომელიც პერსონალურად ადგენს, ვინ შეიძლება იყოს ოლიგარქი. ვენეციის კომისია თვლის, რომ ეს ადამიანის უფლებებს ლახავს და ამბობს, სისტემური გადაწყვეტილებები მიიღეთო.

თუ ამას გავაანალიზებთ, იმას გვეუბნებიან, რომ პრინციპში, ჩვენი კანონმდებლობა ისედაც ყველაფერ ამაზეა მორგებული.

აღნიშნულ კანონს მაინც მივიღებთ და დაველოდებით ევროკომისიის პოზიციას. თუ ისინი იტყვიან, რომ ეს კანონი საჭირო არ არის, მაშინ უკან გავიწვევთ. თუ იტყვიან, საჭიროა, უნდა აგვიხსნან, როგორ არის საჭირო“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება