გენადი არველაძე ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის მაღალი რანგის წარმომადგენელთა შეხვედრას ხელმძღვანელობს, რომელსაც წელს საქართველო მასპინძლობს

­

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) მაღალი რანგის წარმომადგენელთა შეხვედრას ხელმძღვანელობს, რომელსაც წელს საქართველო მასპინძლობს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) მაღალი რანგის წარმომადგენელები 13-14 ივნისს თბილისში გამართულ შეხვედრაზე განიხილავენ CAREC – 2030 სტრატეგიის მიზნების განხორციელებას; რეგიონული თანამშრომლობას ვაჭრობის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, საფინანსო და სხვა სექტორებში; სატრანსპორტო და ენერგეტიკული დერეფნების განვითარებას.

„CAREC - ის შეხვედრაზე ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ინიციატივით გამოვიდეთ და განსახილველად დავაყენოთ რეგიონული თანამშრომლობის საკითხები ვაჭრობის, სატრანსპორტო დერეფნის, ენერგოუსაფრთხოების, ტურიზმისა და სხვა მიმართულებებით. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ინიციატორი ქვეყანა, რათა მოხდეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფორმირება CAREC - ის წევრ ქვეყნებს შორის. ასევე, მხარს ვუჭერთ ენერგეტიკის მიმართულებით საერთო პროექტებისა და სატრანსპორტო დერეფნების განვითარებას, აგრეთვე საბაჟო პუნქტების ერთობლივი მართვის სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ვაჭრობას,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ მისასალმებელ სიტყვაში.

აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილის შაოჰონგ იანგის განცხადებით, CAREC - ის რეგიონს დიდი შესაძლებლობა აქვს, გახდეს მწვანე ეკონომიკაზე გლობალური გადასვლის ლიდერი. მისი თქმით, რეგიონული თანამშრომლობა აღნიშნული რეგიონისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია მწვანე ეკონომიკაზე გადასასვლელად. შაოჰონგ იანგმა მადლობა გადაუხადა გენადი არველაძეს საქართველოში 2023 წელს CAREC – ის ღონისძიებების მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, CAREC - ის პროგრამა 11 ქვეყნისა და განვითარების პარტნიორის ერთობლივი ინიციატივაა და მიზნად ისახავს წევრ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის შემცირების ხელშეწყობას. კარეკი 2030 ხანგრძლივ სტრატეგიულ ჩარჩოს წარმოადგენს ადამიანების, პოლიტიკისა და პროექტების დასაკავშირებლად რეგიონში მდგრადი განვითარებისთვის. 2023 წელს, საქართველო არის CAREC-ის თავმჯდომარე ქვეყანაა, რომლის ფარგლებშიც მიმდინარე წლის ნოემბერში საქართველო CAREC-ის მინისტერიალს უმასპინძლებს.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს