გიორგი ამილახვარმა ლიეტუვის ელჩთან საქართველოში შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩთან საქართველოში ანდრიუს კალინდრასთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მინისტრმა ლიეტუვის მხარეს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„საუბარი ქვეყნებს შორის განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით არსებული და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებს შეეხო.

გიორგი ამილახვარმა ანდრიუს კალინდრასთან საქართველოსა და ლიეტუვის უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო საზოგადოებას შორის მჭიდრო თანამშრომლობისა და ერთობლივი აკადემიური პროგრამების განხორციელების საკითხები განიხილა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოსა და ლიეტუვას შორის არსებული 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების აღსანიშნავად, ქართულ-ლიეტუვური ლექსიკონი გამოიცემა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის