ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარეს შეხვდა

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ირაკლი ყანდაშვილს შეხვდა.

ანტიკორუფციული ბიუროს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე რაჟდენ კუპრაშვილმა ასოციაციის თავმჯდომარეს ბიუროს სამუშაო სტრატეგია, ძირითადი მიმართულებები და გეგმები გააცნო - ასევე, შეხვედრაზე ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება დაიგეგმა.

ირაკლი ყანდაშვილმა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა, მან რაჟდენ კუპრაშვილს მედიაციის საქმიანობა გააცნო, მედიაციის მნიშვნელობასა და როლზე ესაუბრა და ყურადღება ასოციაციის სამომავლო გეგმებზე გაამახვილა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პირველი მოადგილე თამთა კაჭკაჭიშვილი; ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მოადგილე ანა კალანდაძე; საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი თამარ იმნაიშვილი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის