ცესკოს თავმჯდომარე სახალხო დამცველს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს შეხვდა. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საარჩევნო უფლების რეალიზების, ამ მიმართულებით ცესკოს მიერ განხორციელებული საქმიანობებისა და სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების საკითხებზე იმსჯელეს.

დღეს გამართულ შეხვედრაზე ცესკოს თავმჯდომარემ ცესკოში არსებული სამუშაო ჯგუფების საქმიანობის შესახებ ისაუბრა. გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები აქტიურად არიან ჩართული როგორც შშმ პირთა, ისე ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფების საქმიანობაში.

გიორგი კალანდარიშვილმა ომბუდსმენს ის სიახლეებიც გააცნო, რომელიც საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვას უკავშირდება.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა სახალხო დამცველთან. ჩვენ ვისაუბრეთ სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე. ასევე, მას მივაწოდე ინფორმაცია ყველა იმ მნიშვნელოვანი აქტივობის შესახებ, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების რეალიზაციასა და ცესკოს მხრიდან სათანადო სერვისების შეთავაზებას უკავშირდება. ასევე, ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე“, - აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ადამიანის უფლებათა პერსპექტივის თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდული შესაძლებლობების პირების ნების გამოვლენა საარჩევნო უბანზე გარანტირებული იყოს და მათ ეს ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეძლონ.

„მნიშვნელოვანია, გარემო იყოს ადაპტირებული, სადაც ისინი არჩევნებში სრულფასოვან მონაწილეობას შეძლებენ. ეს არის ძირითად საკითხი, რომელზეც ჩვენ გვაქვს გადაკვეთა ცესკოსთან და ეს საკითხი განვიხილეთ“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ცესკოს თავმჯდომარისა და ომბუდსმენის შეხვედრა დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის