ხატია დეკანოიძე - როგორც არ უნდა გადათარგმნოს ირაკლი კობახიძემ ან უმრავლესობის ნებისმიერმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის მოთხოვნების პუნქტი დეოლიგარქიზაციაზე არ შეიცვლება - მნიშვნელოვანია სისტემური რეფორმა

როგორც არ უნდა გადათარგმნოს ირაკლი კობახიძემ ან უმრავლესობის ნებისმიერმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის მოთხოვნების ეს პუნქტი დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით არ შეიცვლება - მნიშვნელოვანია სისტემური რეფორმა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა რეზოლუციაში, ვენეციის კომისიის დასკვნაშიც ხაზგასმულია ოლიგარქიული მმართველობის პრობლემა. დეკანოიძე აცხადებს, რომ დეოლიგარქიზაციისთვის აუცილებელია რეფორმები დამოუკიდებელი ინსტიტუტების გაძლიერებისთვის, როგორც ამას ვენეციის კომისია ამბობს, ხოლო დეოლიგარქიზაციის კანონის მიღებით რეკომენდაციის შესრულება ჩავარდება.

"ვენეციის კომისიის პირდაპირი რეკომენდაცია ეხება იმ შენიშვნებს, რომელზეც ოპოზიცია დიდი ხანია საუბრობს და პირველ რიგში ეს არის ძალიან მკვახედ აღწერილი დასკვნაში, რომ საქართველოს პარლამენტმა არ უნდა მიიღოს უმრავლესობის შემუშავებულო დეოლიგარქიზაციის კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს და სისტემური მიდგომა უნდა განახორციელონ, რომ დეოლიგარქიზაცია საქართველოში არ იყოს. ხაზგასმულია ოლიგარქიული მმართველობა საქართველოში, სისტემურ მიდგომაში ვენეციის კომისია ასახელებს ანტიკორუფციულ, სასამართლოს და სხვა ინსტიტუციების გაძლიერებას, რაც ქვეყანაში რეალურად არ არსებობს და პირდაპირ ხაზგასმულია, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი სხვა ადამიანების რეპრესიებისთვის შეიძლება გამოიყენოს "ქართულმა ოცნებამ". ამიტომ ჩემი მოწოდება იქნება, რომ დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება შეწყდეს და თუ ამ კანონს მიიღებს "ქართული ოცნება", მაშინ დეოლიგარქიზაციის პუნქტი შესრულებული არ იქნება და ეს იქნება ჩავარდნილი ვალდებულება. რაც შეეხება უმრავლესობის განცხადებას, რომ ევროკომისიამ ამოიღოს რეკომენდაციებიდან ის პუნქტი, რომელიც დეოლიგარქიზაციას ეხება, ეს არ მოხერხდება და არ მოხდება. ყველა რეზოლუციაში, მათ შორის ვენეციის კომისიის დასკვნაშიც ხაზგასმულია პრობლემა ოლიგარქიული და კლეპტოკრატიული მმართველობის კონტექსტში.

ევროკომისია ხაზს უსვამს იმ ძალიან საგანგაშო ფაქტს, რომ საქართველოში არსებობს ოლიგარქიული მმართველობა, დეოლიგარქიზაცია ნიშნავს, რომ საქართველოში ჩრდილოვანი, სახელმწიფოს მიტაცების ნიშნები აღარ იყოს და ეს მხოლოდ და მხოლოდ ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩამოსცილდეს ძალაუფლებას. ამიტომ როგორც არ უნდა გადათარგმნოს ირაკლი კობახიძემ ან უმრავლესობის ნებისმიერმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის მოთხოვნების ეს პუნქტი არ შეიცვლება და მნიშვნელოვანია ის, რომ ეს იყოს აწყობილი სისტემურ რეფორმაზე და არა ამ კანონზე,"- განაცხადა დეკანოიძემ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა