ეროვნული კინოცენტრის თანამშრომლები, რეჟისორები, სცენარისტები და კინომცოდნეები კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ კობა ხუბუნიასთან შეხვედრას ითხოვენ

ეროვნული კინოცენტრის თანამშრომლები, რეჟისორები, სცენარისტები და კინომცოდნეები კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ კობა ხუბუნიასთან შეხვედრას ითხოვენ.

მათი თქმით, კულტურის სხვადასხვა სფეროში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ფიქრობენ, რომ კინოცენტრში მოსალოდნელი რეორგანიზაცია სფეროს რაღაც დროით გაჩერებას გამოიწვევს.

როგორც კინომცოდნემ და სცენარისტმა ნესტან კვინიკაძემ განაცხადა, კინოცენტრთან შეკრებილმა ადამიანებმა არ იციან დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოზიცია, მით უმეტეს, იმის ფონზე, რომ ის კინოსთან დაკავშირებული ადამიანი არ არის.

მისივე თქმით, რადგან არსებობს გამოცდილება, რომ მსგავსი ცვლილებები სადამსჯელო ხასიათისაა ხოლმე, კინოს სფეროს წარმომადგენლებს გარკვეული კითხვები აქვთ.

„წესით, ჩვეულებრივი და ბუნებრივი პროცესი უნდა იყოს დირექტორის შეცვლა და ახლის დანიშვნა. ნებისმიერ სტრუქტურაში ასეთი რამ ხდება, მაგრამ კინოცენტრის გამოცდილება სხვაგვარია. დღეს თეა წულუკიანს ყველაზე ეფექტიანი მინისტრი უწოდეს და აქედან შეგვიძლია განვსაზღვროთ, თუ რას მოიაზრებს ხელისუფლება ეფექტიანობაში - იმას, რომ კვალიფიციური კადრები მუზეუმებიდან გაათავისუფლო და მწერლებს ემუქრებოდე.

კინოცენტრთან დაკავშირებული ადამიანები ძირითადად სულ რაღაც პროცესების მონაწილეები არიან. სიტყვა რეორგანიზაცია, უკვე ნიშნავს ცვლილებას და სფეროს რაღაც დროით გაჩერებას. ასევე, ჩვენ არ ვიცით როგორია იმ ადამიანის ხედვა, რომელსაც დღეს პირველი სამუშაო დღე ჰქონდა და ასევე, კინოსთან არანაირად დაკავშირებული არ არის. ყველაფერი ძალიან ბუნდოვანია და რადგან არსებობს გამოცდილება, რომ მსგავსი ცვლილებები სადამსჯელო ხასიათისაა ხოლმე, რა თქმა უნდა, ეს ჩვენში შეკითხვებს აჩენს”, - აღნიშნა ნესტან კვინიკაძემ „მთავარ არხთან“.

ცნობისთვის, 1-ელ ივნისს გახდა ცნობილი, რომ კულტურის სამინისტრომ კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, კობა ხუბუნია დანიშნა. მან კინოცენტრის დირექტორის მოადგილის ორი პოსტი გააუქმა და ცენტრში რეორგანიზაცია გამოაცხადა.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?