ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ თურქეთში ბუნებრივი აირის ექსპორტის პარალელურად აზერბაიჯანული გაზის ევროპაში ექსპორტიც იზრდება

ბუნებრივი აირის ექსპორტი აზერბაიჯანიდან თურქეთში გააგრძელებს ზრდას. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თურქ კოლეგა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, აზერბაიჯანიდან თურქეთში ბუნებრივი აირის ექსპორტი წლიდან წლამდე იზრდება და იგი მომავალშიც გააგრძელებს ზრდას.

ალიევმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთში ბუნებრივი აირის ექსპორტის პარალელურად აზერბაიჯანული გაზის ევროპაში თურქეთის გავლით ექსპორტიც იზრდება და ამაზე დიდი მოთხოვნა არსებობს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ბაქო და ანკარა აქტიურად თანამშრომლობენ გაზის, ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობქიმიური პროდუქციისა და ელექტროენერგიის საკითხებში.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება