ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა „ეკვილიბრიუმმა“ 1800 ბიბლიოთეკა განაახლა

ეროვნული ბიბლიოთეკის საგანმანათლებლო მოძრაობა „ეკვილიბრიუმი“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკას საჯარო სკოლას ეწვია და უახლესი ლიტერატურა ჩაუტანა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.

სოფელი ძირითადად აჭარიდან ჩამოსული ეკომიგრანტებითაა დასახლებული და მათი მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„ეკვილიბრიუმმა“ რამდენიმე წლიანი საქმიანობის შედეგად საქართველოს 1800 ბიბლიოთეკას (მათ შორისაა როგორც სოფლების ბიბლიოთეკები, ისე სკოლებში მდებარე ბიბლიოთეკები) ჩაუტანა წიგნები, ზოგიერთი მათგანი კომპიუტერითა და სხვა საჭირო ტექნიკითაც განახლდა. მოძრაობა განაგრძობს ამ საქმიანობას.

„ესეც 1800–ე სოფელი, სადაც წიგნებით ჩავედით. ნინოწმინდას, სოფელ გორელოვკას ქართულ სკოლას ვესტუმრეთ, სადაც დიდწილად აჭარიდან წამოსული ეკომიგრანტების შვილები სწავლობენ და ახალი წიგნები ჩავიტანეთ“, - განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, მოძრაობა „ეკვილიბრიუმის“ დამფუძნებელმა გიორგი კეკელიძემ.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება