ნინო თანდილაშვილი ENPARD-ის მონიტორინგის მისიის წევრებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ნინო თანდილაშვილი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის მეოთხე ფაზის მესამე ტრანშის (ENPARD, Phase IV, tranche III) მონიტორინგის მისიის წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა პროგრამის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა განიხილეს.

„ნინო თანდილაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს საქართველოში, როგორც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების, ასევე, გარემოსდაცვითი მიმართულების მუდმივი მხარდაჭერისთვის და ყურადღება ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში სამეზობლო პროგრამის (ENPARD) განსაკუთრებულ როლსა და მნიშვნელობაზე გაამახვილა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების, ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAGs) ევროპული LEADER მიდგომით ფუნქციონირების მდგრადობის უზრუნველყოფის, ნარჩენების მდგრადი მართვის, ლაბორატორიული შესაძლებლობების განვითარების, სამელიორაციო სისტემების გაუმჯობესების და სოფლის მეურნეობაში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობის საკითხებს.

აღსანიშნავია, რომ, ვიზიტის ფარგლებში, მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები, ვალდებულებების შესრულების დეტალური ინფორმაციის გასაცნობად, შეხვედრებს მეოთხე ტრანშის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებზე პასუხისმგებელი სააგენტოების წარმომადგენლებთან გამართავენ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის