ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გერმანიის ელჩის მოადგილეს შეხვდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე საქართველოში გერმანიის ელჩის მოადგილეს, ტანია ჰუტს და პირველ მდივანს, სარა ცილონკას შეხვდა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გერმანიის ელჩის მოადგილე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილ და მიმდინარე მარკეტინგულ კამპანიებს გაეცნო.

„შეხვედრაზე ბერლინის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ITB Berlin 2023-გან მიღებული შედეგები განიხილეს. აღნიშნულ გამოფენაზე საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით იყო წარდგენილი.

საუბარი შეეხო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგულ კამპანიას გერმანიაში. მიმდინარე ინტეგრირებული კამპანიის ფარგლებში, სხვადასხვა პლატფორმებზე, ფიცრულ და ბეჭდურ მედიაში საქართველოს ტურისტული პროდუქტების რეკლამირება მიმდინარეობს.

კამპანიის ფარგლებში საქართველოში მაღალრეიტინგული გერმანული პრესის წარმომადგენლებისა და ბლოგერებისთვის პრესტურები ტარდება.

მარკეტინგული კამპანიის მიზანია გერმანიაში საქართველოს ცნობადობის ამაღლება და ტურისტული ნაკადების გაზრდა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს