„ჯივიპი“ წერეთლის გამზირზე წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის პირველ ეტაპს ასრულებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წერეთლის გამზირზე წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის პირველ ეტაპს ასრულებს და ახალ ქსელზე გადაერთების ბოლო მასშტაბურ სამუშაოებს ჩაატარებს, რის გამოც, 15 ივნისს, გარკვეულ უბნებს წყალმომარაგება შეეზღუდება. ინფორმაციას „ჯივიპი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, რეაბილიტაციის პირველ ეტაპზე უკვე განახლდა 5.2 კმ სიგრძის წყალსადენისა და 2.3 კმ სიგრძის წყალარინების ქსელი, დამონტაჟდა 80 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და 15 ერთეული სახანძრო ჰიდრანტი.

„ჯივიპი“ წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, 15.5 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების ქსელს სრულად აახლებს, რაშიც კომპანია 21 მლნ ლარზე მეტის ინვესტიციას ახორციელებს.

„განახლებული ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები პირველი ეტაპის ბოლო გადაერთებით სამუშაოებს ხვალ, 15 ივნისს, 11:00 საათზე დაიწყებენ და პარალელურად, 14 მონაკვეთზე შეასრულებენ.

ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 15 ივნისის დილის 11:00 საათიდან, 16 ივნისის 17:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: წერეთლის გამზირს, სურამის, ლებანიძის, აბასთუმნის, ცაბაძის, მეტრეველის, ბათუმის, ქურდიანის, ყიფიანის, პასტერის, დიდუბის დასახლების, ვანის, აგლაძის, გუდაუთის, ხოშარაულის, ჩალაძის, ევდოშვილის, თევდორე მღვდლის, სოხუმის, ზუგდიდის, ქუთაისის, სამტრედიის, წყალტუბოს, მირცხულავას, კერესელიძის, მაიაკოვსკის და მიმდებარე ქუჩებს. მარშალ გელოვანის, თამარ მეფის და აღმაშენებლის გამზირების ნაწილს. დიღმის მასივის I და II კვარტლის, ბაქრაძის, წინამძღვრიშვილის, ნინოშვილის, ერისთავის ქუჩების ნაწილს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა