ეროვნულ გვარდიას გენერალ-მაიორი ტომას კარდენი სტუმრობდა

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში, ვიზიტით, აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მეთაური იმყოფება.

უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში გენერალ-მაიორი ტომას კარდენი ეროვნულ გვარდიას ესტუმრა.

„ამერიკელ გენერალს ეროვნული გვარდიის უფროსმა ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა რეზერვის მობილიზაციისა და რეკრუტირების კუთხით დაგეგმილი ცვლილებები და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.

საქართველოს ეროვნული გვარდია აშშ-ს ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასთან 1993 წლიდან თანამშრომლობს. თანამშრომლობა პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება