თბილისის მერია 2023 წლის საზაფხულო პროგრამის განხორციელებას იწყებს, რომელშიც 5 ათასამდე ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას

თბილისის მერია 2023 წლის საზაფხულო პროგრამის განხორციელებას იწყებს, რომელშიც 18-იდან- 29 წლის5 ათასამდე ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას.

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, პროგრამის ფარგლებში მონაწილეებისთვის კვება, ტრანსპორტი, ეკიპირება და ინსტრუქტორების მომსახურება იქნება უფასო.

„პროგრამა 5 ათასამდე ახალგაზრდის ჩართულობას ითვალისწინებს. ეს ეხება თბილისში მცხოვრებ 18-იდან- 29 წლის ახალგაზრდებს. მათ შესაძლებლობა ექნებათ სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში ჩაერთონ. მონაწილეები უზრუნველყოფილნი იქნებიან ტრანსპორტით, კვებით, ეკიპირებით და კვალიფიციური ინსტრუქტორების მომსახურებით. აღნიშნულ პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყება 15 ივნისს და დასრულდება 25 ივნისს. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია: კარტინგი, მინი გოლფი, სასროლეთი ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე, მუნიციპალური საცურაო აუზი ზღვის უბანში, ზღვის უბანში არსებული აუზით, ერთი თვის განმავლობაში, სარგებლობის შესაძლებლობა 200-ზე მეტ ახალგაზრდას ექნება. ასევე, ჩოგბურთის კორტები, ვაკის პარკის კორტები იქნება ამისთვის გამოყენებული; გარდა ამისა, ჯომარდობა ფასანაურში გაიმართება; დაგეგმილია ლაშქრობები თბილისის გარშემო, რაც წარიმართება ორდღიანი და ერთდღიანი სალაშქრო ბანაკების სახით. ეს ყველაფერი ახალგაზრდებისთვის იქნება უფასო“, - განაცხადა კალაძემ.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით