ოთარ შამუგია საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მეფუტკრეობის დარგში არსებული მდგომარეობა, ფერმერთა საჭიროებები და ქართული თაფლის საექსპორტო პოტენციალი განიხილეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც შეხვედრაზე ოთარ შამუგიამ აღნიშნა, ქვეყანაში მეფუტკრეობის დარგის ხელშემწყობი პროექტები აქტიურად ხორციელდება. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს მეფუტკრე ფერმერების მხარდასაჭერად, იქმნება ისეთი პროექტები, რაც ხელს უწყობს ხარისხიანი პროდუქციის წარმოებას და ექსპორტის ზრდას.

საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების აღმასრულებელმა დირექტორმა, ალეკო პაპავამ მეფუტკრე ფერმერების საჭიროებებზე, მათ შორის, სკების რეგისტრაცია-იდენტიფიკაციის პროცესის გააქტიურებისა და ფუტკრის დაავადებების კონტროლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. აღინიშნა, რომ მიკვლევადობის სისტემის არსებობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თაფლის წარმოების და ექსპორტის ზრდას.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო მეფუტკრეობის მიმართულებით სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მიმდინარე აქტივობებს. აღინიშნა, რომ, ამ ეტაპზე, სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგისტაცია-იდენტიფიკაციის სისტემაში რეგისტრირებულია 45 საფუტკრე მეურნეობა, ჯამში 7 000 სკა. ფერმერთა დაინტერესებისა და რეგისტაცია-იდენტიფიკაციის სტიმულირების მიზნით, სამინისტრო შესაბამის ღონისძიებებს განახორციელებს, რაც ტექნიკურ უზრუნველყოფასაც ითვალისწინებს.

სამუშაო შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები კახა კაკაბაძე და თენგიზ ნასარიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის განვითარების სააგენტოსა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის „მერსი ქორფსი“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის