ივლისში თბილისში საზაფხულო საბავშვო ბაღები იფუნქციონირებს

დედაქალაქის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, ივლისის თვიდან საზაფხულო საბავშვო ბაღები იფუნქციონირებს.

როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, 17 ათასამდე აღსაზრდელს 45 ბაღი მიიღებს, რომელიც თბილისის მასშტაბით ისე იყოს განაწილებული, რომ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის.

„თქვენ იცით, რომ პანდემიის პერიოდში საზაფხულო ბაღები გაუქმებული იყო გამოწვევებიდან და იმ პრობლემებიდან გამომდინარე, რაც მაშინ იყო. წელს ივლისის თვეში მუნიციპალური ბაღების 17 ათასამდე აღსაზრდელს მოემსახურება 45 საბავშვო ბაღი. ამ გადაწყვეტილების მიღებისას ჩვენ გავითვალისწინეთ ბაღის აღსაზრდელთა მშობლების მოთხოვნა, ვინაიდან ძალიან ბევრი ოჯახი ვერ ახერხებს ივლისის თვეში შვებულება აიღოს, გავიდეს ქალაქიდან, მათ უწევთ მუშაობა და, რა თქმა უნდა, ამ ოჯახებს ყველანაირად გვერდით დავუდგებით, ყველანაირად შევუმსუბუქებთ რეალობას და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საზაფხულო ბაღები გაგვეკეთებინა. საზაფხულო საბავშვო ბაღები შერჩეულია ტერიტორიული პრინციპით ისე, რომ ქალაქის მასშტაბით მაქსიმალურად იყოს ხელმისაწვდომი. საზაფხულო ბაღების ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყება 20 ივნისიდან და გაგრძელდება 30 ივნისის ჩათვლით, ვებგვერდზე: www.kids.org.ge."- განაცხადა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, კიდევ ერთი სიახლე შეეხება საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის პროცესს, რომელიც 2-ეტაპიანის ნაცვლად, 3-ეტაპიანი იქნება.

„კიდევ ერთი სიახლე შეეხება 2023 -2024 წლის სააღმზრდელო წელს საბავშვო ბაღში რეგისტრაციის პროცესში ცვლილებებს. მოგეხსენებათ ამ პროცესში გამოყოფილია სოციალური ჯგუფები, რომელთაც პრიორიტეტი ენიჭებათ რეგისტრაციისას, ამ ჯგუფებს დაემატება მუნიციპალური საბავშვო ბაღების თანამშრომელთა შვილები, რადგან ამ ადამიანებსაც ისევე სჭირდებათ მხარდაჭერა და პირობების შექმნა, მათი მოვალეობის სრულფასოვნად შესრულებისას როგორც ნებისმიერ სხვა პროფესიის წარმომადგენელს.

ასევე, თუ დღემდე მოქმედი წესით რეგისტრაცია მიმდინარეობდა ორ ეტაპად, რაც ითვალისწინებდა პირველ ეტაპზე პრიორიტეტული სოციალური ჯგუფების რეგისტრაციას, ხოლო მეორე ეტაპზე საყოველთაო რეგისტრაციას, აღნიშნული წესი იცვლება და იქნება სამ-ეტაპიანი რეგისტრაცია, პირველ ეტაპზე დარეგისტრირდებიან პრიორიტეტული სოციალური ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვები, მეორე -ეტაპზე დარეგისტრირდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები, ხოლო მესამე ეტაპზე გამოცხადდება საყოველთაო რეგისტრაცია. აღნიშნული ცვლილებისთვის მივხტუნავთ საკრებულოს და დამტკიცების შემდეგ უკვე ივლისში გამოვაცხადებთ რეგისტრაციას",- განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, გრძელდება ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობაც.

"სექტემბერში სამი ახალი საბავშვო ბაღი შემოგვემატება, საერთო ჯამში ამ ეტაპზე 10 საბავშვო ბაღის მშენებლობა და 2 საბავშვო ბაღის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროგრამის გაგრძელება",- განაცხადა კალაძემ.

ვახუშტი მენაბდე - ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით