არსებობს სერიოზული შეშფოთება, რომ აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა, თავისი ყველა ნაკისრი ვალდებულების მიუხედავად, ნიადაგს ამზადებს მთიან ყარაბაღში მორიგი აგრესიული ქმედებების განხორციელებისა და ეთნიკური წმენდისთვის,- ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებშია ნათქვამი, რომელსაც საქართველოში სომხეთის საელჩო ავრცელებს.
აღნიშნულის საფუძვლად, სომხეთის საგარეო უწყება აზერბაიჯანული მხარის საინფორმაცია კამპანიას ასახელებს და აცხადებს, რომ, უკვე ტრადიციად ქცეული აზერბაიჯანული გამოცდილებაა, რომ ძალის გამოყენების მორიგ ქმედებების განხორციელებამდე უზრუნველყოს „ინფორმაციული მომზადება" და მომავალ ქმედებებზე პასუხისმგებლობა ხელოვნურად თავიდანვე მეორე მხარეს მიაწეროს.
„დიდი ხანია, რაც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო თითქმის ყოველდღე ავრცელებს ყალბ ამბებს მთიან ყარაბაღში, რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ზონაში, მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიის მიერ ცეცხლის შეწყვეტის დარღვევების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციის სამშვიდობოების მიერ გამოქვეყნებულ საინფორმაციო მასალებში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევები მხოლოდ აზერბაიჯანული მხრიდან დაფიქსირდა.
უკვე ტრადიციად ქცეული აზერბაიჯანული გამოცდილების გათვალისწინებით, ძალის გამოყენების მორიგ ქმედებების განხორციელებამდე უზრუნველყოს
„ინფორმაციული მომზადება" და მომავალ ქმედებებზე პასუხისმგებლობა
ხელოვნურად თავიდანვე მეორე მხარეს მიაწეროს, არსებობს სერიოზული შეშფოთება, რომ აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა, თავისი ყველა ნაკისრი ვალდებულების მიუხედავად, ნიადაგს ამზადებს მთიან ყარაბაღში მორიგი აგრესიული ქმედებების განხორციელებისა და ეთნიკური წმენდისთვის.
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ძალებს, მკაცრად დააკვირდნენ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვას და გამოიძიონ აზერბაიჯანის მიერ გაჟღერებული ყველა ინციდენტი, საქმეების მთელი მდგომარეობის საჯაროდ წარმოდგენით.
ამავდროულად, სომხეთის რესპუბლიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის პოზიციას მთიან ყარაბაღში საერთაშორისო ფაქტების დამდგენი მისიის გაგზავნის აუცილებლობის შესახებ, რომელსაც შეუძლია ასევე მიაწოდოს სანდო და მიუკერძოებელი ინფორმაცია როგორც მხარეებს შორის შემხებ ხაზზე ვითარების, ასევე მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ, რომელიც გამოწვეულია აზერბაიჯანის მხრიდან, 2020 წლის 9 ნოემბრის განცხადებით დადგენილი რეჟიმის დარღვევით, უკანონო საგუშაგოს დამონტაჟებით ლაჩინის დერეფნის შეფერხებით, ასევე აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღისთვის ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მიწოდების ბლოკირებით, აზერბაიჯანელი სამხედროების მიერ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებით დაკავებული მოქალაქეებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დამიზნებით.
სომხეთის რესპუბლიკა დარწმუნებულია, რომ მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხების გადაწყვეტა საერთაშორისო მექანიზმის ფარგლებში ბაქო-სტეფანაკერტის დიალოგის მეშვეობით სასწრაფო და
გადაუდებელია და მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას მხარი დაუჭიროს ამ
პროცესს“,- ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.