გიორგი ამილახვარი საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს ესტუმრა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გიორგი ამილახვარი საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს (SANGU) ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მინისტრმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, შეხვდა ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და მათთან ერთად უნივერსიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა.

„ვიზიტის ფარგლებში, გიორგი ამილახვარმა, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სრულუფლებიან წარმომადგენელთან, ბოდბელ მთავარეპისკოპოს იაკობთან, უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ ირაკლი ბრაჭულთან და კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის აკადემიურ პერსონალთან და სტუდენტებთან ერთად, საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტების ერთობლივი კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მიმდინარე პროცესს პირადად გაეცნო.

ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ერთობლივ სამაგისტრო პროგრამას ახორციელებს.

ინგლისურენოვანი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში SANGU-ს სტუმრობს დელეგაცია პარტნიორი უნივერსიტეტიდან: კევინ კირბი (Kevin Kirby) ინფორმატიკის კოლეჯის დეკანი, სიუზან ბრუდვიგი (Susan Brudvig) კომპიუტინგისა და ანალიტიკის სკოლის ასოცირებული ხელმძღვანელი, ი ჰუ (Yi Hu) კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, რასიბ ხანი (Rasib Khan) და ტონი ცეცე (Tony Tsetse) კიბერუსაფრთხოების პროგრამის ასოცირებული პროფესორები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო