ირაკლი კობახიძე პლენარულ სხდომაზე მომხდარ ინციდენტზე - ეს არის ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოხატულება, მორიგი აქტი - რუბლები გადმოყარა „ნაცმოძრაობის“ აქტივისტმა

ეს არის ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოხატულება, მორიგი აქტი, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პლენარულ სხდომაზე მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ერთ-ერთმა მოქალაქემ დარბაზში ბანერი გადმოფინა და დეპუტატებს, სავარაუდოდ, რუბლები გადმოაყარა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ამ პროვოკაციისთვის შშმ ბავშვები გამოიყენეს.

„მინდა გამოვეხმაურო იმ პროვოკაციას, რომელიც პარლამენტში განხორციელდა. ეს არის ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოხატულება, მორიგი აქტი. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ შშმ ბავშვები გამოიყენეს ამ პროვოკაციისთვის, ლიბერალური ფაშიზმის ამ აქტისთვის. ეს აჩვენებს იმ ადამიანების სახეს, რომლებიც ბოლშევიკური მეთოდებით ცდილობენ რაღაც მიზნების მიღწევას, ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი. კატეგორიულად მიუღებელია ასეთი პროვოკაციების განხორციელება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხდება შშმ ბავშვების გამოყენება ამისთვის. შიგნით ნახეთ რა მოხდა, ჯერ პროვოკაცია განხორციელდა და ამას ტაშით შეხვდა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, მთელი რადიკალური ოპოზიცია, რაზეც მიიღეს ბუნებრივია სათანადო პასუხი. ეს პასუხი ძალიან კარგად შეირგეს, რადგან იციან, რომ არ არიან მართლები. არავითარი ფიზიკური მუქარა არ ყოფილა, მათ მიიღეს სათანადო სიტყვები და შეირგეს, რაც სწორია. რაც შეეხება კოორდინაციას, იგივე კუპიურები იყო გადმოყრილი, რაც რამდენიმე დღის წინ. ეს 5 ათას რუბლიანი კუპიურები სიმბოლურია, ისიც სიმბოლურია, რომ ხოშტარიას მანამდე ჩაერიცხა 5 მლნ რუბლი. საერთო კოორდინაციაა და ეს ძალიან კარგად ჩანს. იქ იყო სამი-ოთხი „გირჩელი“ „ფორმულასთან“ ერთად, „ფორმულამ“ დაგეგმა პროვოკაცია და ამისთვის მიიყვანა მასთან აფილირებული „გირჩელები“. მათი სახე ნახეთ. ეს არის პოლიტიკურად დაგეგმილი, კოორდინირებული ქმედებები, რაც არის აკერმანის სახელმძღვანელოში წარმოდგენილი. მტკიცებულება არის ის, რომ ისინი არიან აქტივისტები. რუბლები გადმოყარა „ნაცმოძრაობის“ აქტივისტმა“, - განაცხადა კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება