„თიბისი“ საქართველოში მსოფლიო რობოტების ოლიმპიადის მხარდამჭერია

თიბისის“ განათლების პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოში, მსოფლიო რობოტების ოლიმპიადის (WRO) რეგიონული ფინალი გაიმართა,- ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ოლიმპიადის მიზანი საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიური განათლების პრინციპების დანერგვისა და ისეთი დისციპლინების განვითარების ხელშეწყობაა, როგორიცაა: პროგრამირება, რობოტიკა, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია, მათემატიკა და სხვა ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.

„წლევანდელ ოლიმპიადაში, საქართველოს რვა სხვადასხვა რეგიონიდან, 41 გუნდი, სულ 123 ბავშვი და მოზარდი იღებდა მონაწილეობას. ფინალში 3 გამარჯვებული გუნდი, სამ სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში, გამოვლინდა. გამარჯვებული გუნდები საქართველოს სახელით, 2023 წლის ნოემბერში, პანამაში გამართულ WRO-ს საერთაშორისო ფინალზე გაემგზავრებიან.

მსოფლიო რობოტების ოლიმპიადა გამოწვევებით სავსე, შემეცნებითი საერთაშორისო კონკურსია, რომელშიც 75 ათასზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობს მსოფლიოს 85 ქვეყნიდან. WRO 2004 წლიდან ტარდება და ემსახურება ახალგაზრდების STEM (S-მეცნიერება, T-ტექნოლოგია, E-ინჟინერია, M-მათემატიკა) საგნებით დაინტერესების გაზრდას და მათ შთაგონებას გახდნენ მომავალი ინოვატორები.

რობოტების ოლიმპიადა, რომლის თითოეული აქტივობა რობოტექნიკის შეჯიბრებებს გულისხმობს, მოიცავს მეცნიერებას, ტექნოლოგიებსა და ზოგადი განათლების სხვადასხვა სფეროს. კონკურსის შემოქმედებითი დავალებები ახალგაზრდებს ეხმარება მათი პოტენციალის გამოვლენასა და განვითარებაში, უვითარებს მათ დამოუკიდებელ, შემოქმედებით, გამომგონებლურ, კრიტიკულ და ლოგიკურ აზროვნებას.

საქართველოში მსოფლიო რობოტების ოლიმპიადის ორგანიზატორები არიან: WRO Georgia, Edutus University, Ug-Limes რობოტექნიკის აკადემია.

გენერალური სპონსორები არიან „თიბისი“ და საქართველოს უნივერსიტეტი.

„თიბისისთვის“ ახალი თაობის მხარდაჭერა და განათლების ხელშეწყობა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულებაა, რომელიც ათასობით ახალგაზრდისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობას გულისხმობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება