შემოსავლების სამსახურში, ხე-ტყის აღრიცხვის ახალი წესის შესახებ, ბიზნესსექტორთან შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მეთოდოლიგიის დეპარტამენტის ორგანიზებითა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამზედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლების მონაწილეობით, მეწარმე სუბიექტებთან, ხე-ტყის აღრიცხვის ახალი წესის გამოყენების შესახებ, შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყისა და მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირების/მიწოდების პროცესში ახალი სასაქონლო შეტყობინების, ელექტრონული ჟურნალის და ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების შევსების, ასევე გაცემისა და გამოყენების წესები განიხილეს და მეწარმეების მიერ, დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.

„შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს, აღნიშნული ცვლილებების შესახებ, მომზადებული ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინეს, რომელიც 2023 წლის 15 ივნისიდან ამოქმედდება.

დიალოგის ფორმატში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს ინტეგრირებული კონტროლის სამსახურის უფროსი, დიმიტრი ღლონტი, მეთოდოლოგიის დეპარტამენტის საგადასახადო კონტროლის მეთოდოლოგიის სამმართველოს უფროსი ლევან სირანაშვილი და პარტნიორი უწყებების პასუხისმგებელი პირები.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს რეგიონებშიც გაიმართება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა