ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორ რეიჩელ ტომსონს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე დაესწრო.

უწყების ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის არსებული თანამშრომლობა და სამომავლო პარტნიორობის საკითხები მიმოიხილეს.

„კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა აზიის განვითარების ბანკის, როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი განვითარების პარტნიორის როლს საქართველოს წინსვლის პროცესში, რომელიც მოიცავს, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის დაფინანსებას.

საუბარი, ასევე, შეეხო 2024 წლის მაისში, თბილისში ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზაციულ საკითხებს და ამ მასშტაბური ღონისძიების მნიშვნელობას საქართველოსა და რეგიონისთვის. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ერთი წლის ვადით არჩეულია აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარედ.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები თანამშრომლობის გააქტიურებაზე შეთანხმდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - ეს წელი რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება და არაა გამორიცხული, რუსეთში მოვლენები მოულოდნელი სცენარებითაც კი განვითარდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება
GEMS School Management საქართველოში შემოდის - Omnia Isani-ში საერთაშორისო სკოლა გაიხსნება