თამარ გაბუნია - მნიშვნელოვანია, რომ რეგულირების სააგენტოს ოპერატიული რეაგირების შესაძლებლობა ჰქონდეს - 18-მდე უწყებაა, ვისაც მსგავსი უფლებამოსილება აქვს, ჯანდაცვის სამინისტრო კი კიდევ უფრო მეტ რისკთან მუშაობს

პირველი, რაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის, არის ის, რომ რეგულირების სააგენტოს ოპერატიული რეაგირების შესაძლებლობა ჰქონდეს. 18-მდე უწყებაა, ვისაც მსგავსი უფლებამოსილება აქვს, მათ შორის ჩვენივე შრომის ინსპექცია - შრომის ინსპექტორს არ სჭირდება სასამართლოს გადაწყვეტილება იმისთვის, რომ კლინიკაში შევიდეს, ძალიან ბევრ უწყებას ეს უფლება უკვე აქვს, მაშინ როდესაც ჯანდაცვის სამინისტრო კიდევ უფრო მეტ რისკებთან მუშაობს“, - აღნიშნულის შესახებ, თამარ გაბუნიამ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მანდატის გაზრდის საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, წინასწარი შეტყობინების გარეშე, კლინიკების შემოწმება აპრობირებული და ფართო პრაქტიკაა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

„თქვენ რომ ნახოთ საერთაშორისო ლიტერატურა, უმრავლეს შემთხვევაში, ყველგან საუბარია შეტყობინების გარეშე ინსპექტირებაზე. მაგალითად აშშ, კონკრეტულად ვაშინგტონის შტატის კანონმდებლობა, მოგეხსენებათ აშშ მეწარმის მიმართ ყოველთვის ძალიან ფრთხილად იღებს ამ გადაწყვეტილებებს და ძალიან მკაფიოდ, გარკვევით წერია, შეტყობინების გარეშე შემოწმების შესახებ. ევროპაშიც არის მსგავსი გამოცდილება, საკმაოდ ფართო, როდესაც ეს ხდება მოულოდნელად. არის გეგმური შემოწმებებიც, თუმცა ამ შემთხვევაშიც, ჩვენ გარკვეულ პრობლემებს ვაწყდებით. კლინიკამ მაინც წინასწარ იცის, რომ წელიწადში ერთხელ, ხდება შემოწმება, ჩაივლის ეს შემოწმების პროცესი და უკვე მეორე წლამდე ფიქრობს, რომ აღარავინ შეამოწმებს. იშვიათია, მაგრამ არის ფაქტები, რომ ინსპექტირების გავლის შემდგომ, ერთი კლინიკიდან მეორეში აპარატი გადაიტანეს“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით, მსგავსი და სხვა ტიპის დარღვევების პრევენციისთვის საჯარიმო სანქციების ოდენობაც იზრდება.

„დიდი ხნის წინ არის ეს ჯარიმები დაწესებული. სულ მცირე, ინფლაციის ფაქტორიც რომ გავითვალისწინოთ, მაინც თუნდაც ეს გამოიწვევდა ჯარიმების გაზრდის საჭიროებას. თუმცა ეს არ არის გადამწყვეტი, გადამწყვეტი იყო ის, რომ განმეორებითი დაჯარიმების შემთხვევები არის ხშირი - 40-45%-ს აღწევს. რაც ნიშნავს იმას, რომ კლინიკა, რომელიც არღვევს გარკვეულ პირობას, ურჩევნია, მეორედაც გადაიხადოს ეს ჯარიმა, რადგან მისი გადახდა შეიძლება დაუჯდეს 500 ლარი, კონკრეტული დარღვევის გამოსწორება კი 5000 ლარი. ამდენად, ამას მეტად ექნება პრევენციული დატვირთვა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ, რომლის განცხადებასაც ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის