საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები საპროტესტო აქციას მართავენ

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი კულტურის სამინისტროს მიერ კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის, კობა ხუბუნიას დანიშვნას და მის მიერ ცენტრში რეორგანიზაციის გამოცხადებას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები დირექტორის კონკურსის გზით არჩევას, ახალი დირექტორის დანიშვნამდე რეორგანიზაციის პროცესის შეჩერებას და ახალ ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვენ.

აქციას მონაწილეებს საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, გაგა ჩხაიძეც შეუერთდა.

რეჟისორ, ირინა ჟორდანიას თქმით, კინოცენტრში ახალდანიშნული დირექტორობის მოვალეობის შემსრულებელი, კობა ხუბუნია „აბსოლუტურად არაკვალიფიციურია“.

„ადამიანი, რომელიც გუშინ კინოს მმართველობაში მოვიდა, ის არის აბსოლუტურად არაკვალიფიციური და მასთან შეუძლებელია ყველანაირ საგნობრივ საკითხზე ლაპარაკი, იმიტომ, რომ ეს არის ადამიანია, რომელიც პირდაპირ დანიშნულია პრობაციის ეროვნული სააგენტოდან. თუ კი ლაპარაკია კინოცენტრის რეორგანიზაციაზე, ეს დარგის პროფესიონალების მიერ უნდა განხორციელდეს“, - განაცხადა რეჟისორმა, ირინა ჟორდანიამ.

ცნობისთვის, 11 ივნისს ცნობილი გახდა, რომ კულტურის სამინისტრომ კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, კობა ხუბუნია დანიშნა, რომელმაც კინოცენტრის დირექტორის მოადგილის ორი პოსტი გააუქმა და ცენტრში რეორგანიზაცია გამოაცხადა.

ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ემილ ავდალიანი - რეალური შანსი არსებობს, ირანმა და აშშ-მ ე.წ. „შუალედურ ბირთვულ შეთანხმებას“ მიაღწიონ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით