„ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის საქართველოს ასოციაცია“ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს ითხოვს, რათა აკრძალვის ნაცვლად შემოღებულ იქნას რეგულაციები, რომელიც დონაცია-სუროგაციის საკითხებს დაარეგულირებს

„ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის საქართველოს ასოციაცია“ 19-ზე მეტი ინ ვიტრო კლინიკის სახელით, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების დაწყებას ითხოვს, რათა აკრძალვის ნაცვლად შემოღებულ იქნეს რეგულაციები, რომელიც დონაცია-სუროგაციის საკითხებს დაარეგულირებს. ამის შესახებ სფეროს წარმომადგენლებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

როგორც „ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის საქართველოს ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ლიკა ჭყონიამ განაცხადა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული ცვლილებები, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის რეპროდუქციული (მათ შორის, ინ ვიტრო განაყოფიერების/დონაცია/სუროგაციის) სერვისების შეზღუდვას ითვალისწინებს, მოულოდნელი იყო.

მისივე თქმით, საქართველოდან ბავშვის გაყვანა კანონის მიხედვით, ისედაც მკაცრად კონტროლდება. ამასთან, ჭყონია აღნიშნავს, რომ მკაცრად კონტროლდება, ასევე, სამედიცინო მხარე.

„ძალიან გაკვირვებულები ვართ. არ ვიცით რას ეფუძნება ეს ინიციატივა, მაგრამ ჩვენი დღევანდელი შეკრების მიზანია, რომ მოვახერხოთ და მივაწვდინოთ ხმა პრემიერ-მინისტრს და შევეცადოთ, რომ ავუხსნათ დეტალურად, თუ რას და როგორ ვაკეთებთ. შევეცდებით, რომ ინფორმაცია ისე მივაწოდოთ, რომ ეს გადაწყვეტილება არ მიიღონ.

მე ჩემს თავსაც ვადანაშაულებ და ყველა ჩემს კოლეგას, რომ ჩვენ არ გავზარდეთ ცნობიერება ამ დარგთან დაკავშირებით. არ არის ხალხი ისე კარგად გათვითცნობიერებული როგორც საჭიროა, თუ რა ხდება ამ დარგში, რამდენად რთული და კომპლექსური პროცესია ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. აქ არ არის ლაპარაკი მხოლოდ სუროგაციაზე. სუროგაცია ძალიან ხშირად მეორდება. ეს არის დარგი, რომელსაც ჰქვია მედიცინის დახმარებით რეპროდუქცია. ეს არის ინ ვიტრო განაყოფიერება, დონაციის გამოყენება, სუროგაციის გამოყენება და ა.შ. ბევრი სხვა მკურნალობა შედის ამ ერთ სფეროში. სამწუხაროდ, აიკრძალა არა მხოლოდ სუროგაციით მკურნალობა, არამედ უცხოელისთვის საერთოდ ინ ვიტრო განაყოფიერებით მკურნალობა საქართველოში. კითხვას ვსვამ - მაგალითად, რომ ჩამოვიდეს უცხოელი ადამიანი საქართველოში და გულის ოპერაცია გავუკეთოთ, მას ეს უნდა ავუკრძალოთ? მე მგონი, არა. პრობლემა ის არის, რომ უნაყოფობის მკურნალობა დღესდღეობით კვლავ არ არის აღქმული, როგორც დაავადება. ეს არის დაავადება, რომელსაც ვმკურნალობთ“, - განაცხადა ლიკა ჭყონიამ.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება