ქუთაისში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებულ გრიგოლ ნარსიას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ქუთაისში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებულ გრიგოლ ნარსიას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დღეს გამოაცხადა.

დაცვის მხარე სასამართლოს განაჩენს არაობიექტურად აფასებს და გასაჩივრებას არ გამორიცხავს. ბრალდების მხარის თქმით, კი საქმეში არსებული ყველა მტკიცებულებების გათვალისწინებით მოსამართლემ ობიექტური გადაწყვეტილება გამოიტანა.

გრიგოლ ნარსია “საქართველოს ბანკის” ქუთაისის ფილიალს გასული წლის 20 სექტემბერს დაესხა თავს.

მან მძევლად 12 პირი აიყვანა, რომელთა გათავისუფლების სანაცვლოდ 2 მილიონ დოლარს ითხოვდა.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება