შალვა პაპუაშვილი - მე-10 მოწვევის პარლამენტმა დღემდე ბევრი რამ გააკეთა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების გაძლიერების კუთხით

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის ინიციატივით, პარლამენტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებასთან დაკავშირებით პარლამენტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს უმასპინძლეს. გაიმართა ფოტო-გამოფენა, რომელიც პროექტის - „ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან“ - ფარგლებში „შვედური ინსტიტუტის“ მხარდაჭერით მომზადდა.

უწყების ცნობით, პროექტის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ დამკვიდრებული სტერეოტიპული აზროვნების ხედვისა და დამოკიდებულების შეცვლა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობა.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვისთვის სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად მუშაობს.

„მე-10 მოწვევის პარლამენტმა დღემდე ბევრი რამ გააკეთა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების გაძლიერების კუთხით, როგორიცაა: სამართლებრივი, გაეროს შესაბამისი კონვენციების ფაკულტატიური ნაწილების რატიფიცირება და სოციალური კუთხით კი პაკეტების გაუმჯობესება. მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ჩართულობა უზრუნველყოფილი იყოს პოლიტიკის შემუშავებაში და განხორციელების პროცესში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

მოწვეულმა სტუმრებმა ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი დაათვალიერეს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა