თამარ გაბუნია - რეგულირების სააგენტოს დღეს არ აქვს ბერკეტი, კრიტიკული შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც საფრხეს უქმნის პაციენტის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, ასევე, ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, დროებით შეუჩეროს კლინიკას ლიცენზია

დღეს, ლიცენზია და ნებართვა, შეიძლება გაუქმდეს, გარკვეული ეტაპების და პერიოდის გავლის შემდეგ. მაგალითად, თუ კლინიკა დაჯარიმდა კონკრეტული გადაცდომისთვის 3-ჯერ, უკვე შემდეგ დგება საკითხი, რომ საერთოდ ჩამოერთვას მას ლიცენზია და ნებართვა. ამ სამი დაჯარიმების პერიოდში, კლინიკა კვლავაც სარისკო გარემოებებში აგრძელებს ფუნქციონირებას, რითიც პაციენტების ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების რისკი უფრო მატულობს, - აღნიშნულის შესახებ თამარ გაბუნიამ, "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, სამართალდარღვევის არსებობისას, შუალედურ ეტაპს, ლიცენზიის ან ნებართვის შეჩერების მექანიზმს.

„ცვლილებით, განსაზღვრულია ის ეტაპები, რაც წინ უნდა უძღოდეს ლიცენზიის და ნებართვის შეჩერების საკითხს. კომისია, შემოწმების შედეგად, თუ დადგენს კრიტიკულ შეუსაბამობას, რომელიც საფრხეს უქმნის პაციენტის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, ასევე, ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, შეუძლია უკვე გასცეს კლინიკის მიმართ ლიცენზიის შეჩერების დასკვნა. ეს დასკვნა გადაიგზავნება სასამართლოში, 48 საათია სასამართლოს რეაგირებისთვის და სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, კლინიკას შეუჩერდება ლიცენზია ვიდრე არ აღმოფხვრის იმ დარღვევას, რომელიც ჩაითვალა, რომ იყო კრიტიკულად სარისკო ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის. ჯანდაცვის სამინისტროსა და რეგულირების სააგენტოს აქვს ვალდებულებები, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვასთან მიმართებით. რეგულირების სააგენტო იმისთვის ფუნქციონირებს, რომ გადააზღვიოს პაციენტთან დაკავშირებული რისკები და შექმნას უსაფრთხოების პირობები. ეს არის ფუნდამენტი და მთავარი მოტივაცია რეგულირების სააგენტოს საქმიანობის“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუნიას განცხადებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება