საქართველოს პრეზიდენტმა ანა გოგუაძე ღირსების მედლით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, მათი პრობლემების საზოგადოებაში წარმოჩენისათვის, ამ პრობლემებთან მიმართებით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და მტკიცე სამოქალაქო პოზიციისთვის ანა გოგუაძე ღირსების მედლით დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრეზიდენტის განცხადებით, თავისუფალ ქვეყანაში ადამიანების აქტივობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

,,საჭიროა, მეტი ძალისხმევა და მეტი ხელშეწყობა იქნება ეს სახელმწიფოსგან თუ საზოგადოებისგან. ბევრი რამის გაკეთება შეიძლება და ამას ძალიან დიდი შედეგი აქვს. პირველ რიგში, შედეგი მოაქვს პიროვნებების აქტივობას. წინა წლებში, სხვა სისტემაში ყველაფრის მოლოდინი სახელმწიფოსგან იყო, დღეს კი, თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანების აქტივობას.

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს მეძლევა შესაძლებლობა დავაჯილდოო ანა გოგუაძე, რომელიც არის მაგალითი იმისა, როგორ არ უნდა დანებდე, გარე ბარიერებისა და დაბრკოლებების მიუხედავად, როგორ უნდა დაიცვა საკუთარი თავი და აკეთო შენი საქმე“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ანა გოგუაძის დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც დღეს ორბელიანების სასახლეში გაიმართა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება