სკანდინავიის ქვეყნებში აჭარის პოპულარიზაცია მიმდინარეობს

აჭარის პოპულარიზაცია სკანდინავიის ქვეყნებში მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, რეგიონისა და ზოგადად, საქართველოს ცნობადობის გაზრდის მიზნით წელს, პირველად მოეწყო პრეზენტაციები დანიაში, ნორვეგიასა და შვედეთში, რომელსაც ადგილობრივი მსხვილი ტურისტული კომპანიებისა და ბიზნეს ორგანიზების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ღონისძიებების ფარგლებში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და საქართველოს საკონვენციო ბიუროს წარმომადგენლების ჩართულობით გაიმართა B2B ფორმატის შეხვედრები, სადაც ქართველმა და სკანდინავიელმა ტუროპერატორებმა ერთობლივი ტურისტული პაკეტების შემუშავებისა და ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. კოპენჰაგენში, ოსლოსა და სტოკჰოლმში გამართული პრეზენტაციების ორგანიზებაში ჩართული იყო საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები დანიის სამეფოში.

სკანდინავიის ქვეყნები აჭარისთვის ახალ სამიზნე ქვეყნებს წარმოადგენს, სადაც რეგიონისა და ზოგადად ქვეყნის ცნობადობის გაზრდა იგეგმება. სკანდინავიელი ტურისტები მაღალმხარჯველუნარიანობით გამოირჩევიან და ბევრს მოგზაურობენ. საქართველოში მათი მოგზაურობის სტიმულირებისთვის, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი პრეს-ინფოტურებისა და სხვა მასტიმულირებელი ღონისძიებების ორგანიზებას გეგმავს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს