ზურაბ აბაშიძე გავრცელებულ ჩანაწერზე - ვადასტურებ, რომ 2 წლის წინ,  მარკ ზილბერკვიტთან სატელეფონო საუბარი მქონდა, მაგრამ შინაარსობრივად დაჩეხილი, დამონტაჟებული “ფეიკია”

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ზურაბ აბაშიძე, ჩაიკოვსკის საქველმოქმედო ფონდის პრეზიდენტ მარკ ზილბერკვიტთან სატელეფონო საუბარს ადასტურებს, თუმცა შინაარსს "ფეიკს" უწოდებს.

როგორც “ინტერპრესნიუსს” ზურაბ აბაშიძემ განუცხადა, სატელეფონო საუბარი ორი წლის წინ შედგა, მაგრამ გავრცელებული ჩანაწერი შინაარსობრივად დაჩეხილი და დამონტაჟებულია.

“რაც შეეხება მარკ ზილბერკვიტს, ის არის კერძო პირი, მე მას ვიცნობ იმ პერიოდიდან, როდესაც მოსკოვში ელჩად ვმუშაობდი. ზილბერკვიტი ოფიციალური პირი არასდროს ყოფილა, არც ახლაა და მგონი, საერთოდ ამერიკაში წავიდა.

მე ვადასტურებ, რომ ორი წლის წინ მასთან სატელეფონო საუბარი მქონდა, მაგრამ შინაარსობრივად ეს საუბარი არის დაჩეხილი, დამონტაჟებული, “ფეიკი”. ეტყობა ორი წლის განმავლობაში ამონტაჟებდნენ ისე, როგორც აწყობდათ. როდესაც მორიგი, უკანონო გზით მოპოვებული სატელეფონო საუბარი ბატონ კარასინთან გამოამზეურეს, მაშინ ვთქვი: საუბარსაც ვადასტურებ და საუბრის შინაარსსაც ვადასტურებ.

ამჯერად ვამბობ: დიახ, საუბარი შედგა, მაგრამ შინაარსობრივად არის “ფეიკი”, ამიტომ შინაარსობრივად კომენტარს არ ვაკეთებ.

საუბარი არის დაჩეხილი, “ფეიკი”. ორი წელი საკმარისი დროა იმისთვის, რომ დაამონტაჟო ისე, როგორც გინდა”, - განაცხადა აბაშიძემ.

Youtube-ზე გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომლის თანახმად, სავარაუდოდ, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ზურაბ აბაშიძე საუბრობს ჩაიკოვსკის საქველმოქმედო ფონდის პრეზიდენტ მარკ ზილბერკვიტთან, რომელიც ვლადიმერ პოზნერს თბილისში ახლდა. ჩანაწერის თანახმად, აბაშიძე მათ, ვინც პოზნერის თბილისში ვიზიტი გააპროტესტა, „ნაცისტების ჯგუფს“ უწოდებს. ჩანაწერი, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის, 2021 წლით არის დათარიღებული და დღეს გავრცელდა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში